ახალი ამბები

იმერლიშვილი: უშიშროების საბჭომ პრეზიდენტს ცენტრალურ აფრიკაში კონტიგენტის გაზრდის რეკომენდაცია მისცა

30 მაისი, 2016 • 1431
იმერლიშვილი: უშიშროების საბჭომ პრეზიდენტს ცენტრალურ აფრიკაში კონტიგენტის გაზრდის რეკომენდაცია მისცა

დღეს პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვებს მხოლოდ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა უპასუხა.

სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის, საბჭოს რეკომენდაციით, პრეზიდენტი გეგმავს, პარლამენტს ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო კონტიგენტის გაზრდის თხოვნით მიმართოს.

იმერლიშვილის თქმით, შს და საგარეო მინისტრებს, ასევე სუს-ის ხელმძღვანელს, დაევალათ, რომ ე.წ. სასაზღვრო ზოლთან სადამკვირვებლო მისიებს შეხვდნენ და მათგან რეკომენდაციები მიიღონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ასევე გრძელდება ნატოს სამიტისათვის მზადება. ვარშავაში დელეგაციას გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. საბჭოს წევრებს სამიტისაგან პოზიტიური მოლოდინი აქვთ.

“საბჭომ რეკომენდაცია მისცა საქართველოს პრეზიდენტს, რომ პარლამენტს წარუდგინოს ცენტრალურ აფრიკაში კონტიგენტის გაზრდა ოცეულით. დღეს ცენტრალურ აფრიკაში გვყავს ხუთი მოსამსახურე. იმედი გვაქვს, პარლამენტი გაიზიარებს საბჭოს რეკომენდაციებს.

კიდევ ერთი საკითხი შეეხო ე.წ. გამყოფ ხაზთან შექმნილ უსაფრთხოებას, რომელზეც მოხსენება შს მინისტრმა და სუს-ის ხელმძღვანებლმა წაიკითხეს. საბჭომ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, შს მინისტრს და სუსის ხელმძღვანელს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ და განიხილონ ყველა საკითხი, რითაც შეიძლება უსაფრთხოების პრევენცია მომდებარე ტერიტორიაზე.

საუბარო შეეხო ნატოს სამიტს, სადაც დელეგაციას უხელძღვანელებს პრეზიდენტი. ჩვენ ველოდებით, რომ დაფიქსირდება დავდაცვისუნარიანობის ზრდა,”- განაცხადა იმერლიშვილმა. მისივე თქმით, საბჭოზე არ უსაუბრიათ კორცხელის შემთხვევის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი