ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტებმა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს მხარი არ დაუჭირეს

30 მაისი, 2016 • 1189
საპარლამენტო კომიტეტებმა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს მხარი არ დაუჭირეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა  “რესპუბლიკური” პარტიის ინიცირებულ ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს  მხარი არ დაუჭირეს.

რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტიდან კანონპროექტს მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ხუთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან  მხარი ასევე ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო შვიდმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემა მანდატების განაწილების ახალ წესს ადგენს შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში.”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ეს სისტემა საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება, რასაც არ ეთანხმებიან კანონპროექტის ავტორი ვახტანგ ხმალაძე და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

ამავე თამეზე:

სხვაობა მანდატების განაწილებაში არსებული და გერმანული მოდელებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი