ახალი ამბები

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს განიხილავენ

30 მაისი, 2016 • 1451
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს განიხილავენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  “რესპუბლიკური” პარტიის ინიცირებულ ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს განიხილავენ.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსში”  ცვლილების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტი მანდატების განაწილების ახალ წესს ადგენს შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში.

“საქართველოში ოცდახუთი წლის განმავლობაში გამართული არჩევნების შემდეგ, ჩვენ გვქონია შემთხვევა, როცა პარტიას პროპორციული წესით მიღებული ჰქონდა ორმოც  პროცენტზე ნაკლები და მაჟორიტარული წესით გაყვანილი კანდიდატების ხარჯზე მიღებული მანდატების რაოდენობა სამოცდაათ პროცენტს აღემატებოდა. გვქონია შემთხვევა – პარტიას პროპორციული წესით მიღებული ჰქონდა შვიდი პროცენტი და მის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იყო უფრო ნაკლები, ვიდრე ეს პროცენტული მაჩვენებელი აძლევდა მანდატების მიღების შესაძლელობას,” -განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას ვახტანგ ხმალაძემ.

მისი თქმით, შემოთავაზებული კანონპროექტი ასეთი ხარვეზის აღმოფხვრას ისხავს მიზნად:

“ამ მოდელით პარტიის კუთვნილი მანდატების რაოდენობა განისზღვრება ამ პარტიის მიღებული პროცენტის შესაბამისად მანდატების სრული რაოდენობიდან. ”

”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ეს სისტემა საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება, რასაც არ ეთანხმებიან კანონპროექტის ავტორი ვახტანგ ხმალაძე და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

ამავე თამეზე:

სხვაობა მანდატების განაწილებაში არსებული და გერმანული მოდელებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი