ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე: „ქართული ოცნების“ შეფასება ჯერ ნაადრევია

12 დეკემბერი, 2011 • 1017
გიორგი თარგამაძე: „ქართული ოცნების“ შეფასება ჯერ ნაადრევია

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე მიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” შეფასება ჯერ ნაადრევია.

მისი თქმით, საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების შეფასება პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის  მხრიდან არასერიოზული და არაადეკვატური იქნება:

„უფრო მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ბატონი ივანიშვილის ლიდერობით ჩამოყალიბდება, მისი პოლიტიკური პროგრამა, ამოცანები, მიზნები, გზები და ის ადამიანები, რომლებმაც ეს უნდა შეასრულონ. სწორედ ამის შემდეგ იქნება ნორმალური, რომ მე, როგორც პოლიტიკური  პარტიის ლიდერმა, შეფასებები გავაკეთო და ვიმსჯელო”, – აცხადებს გიორგი თარგამაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი