ახალი ამბები

შსს მოქალაქეებს “დეტალური კითხვარის” შევსებას სთხოვს

12 დეკემბერი, 2011 • 1182
შსს მოქალაქეებს “დეტალური კითხვარის” შევსებას სთხოვს

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა გაწუხებთ, რომ უკეთ დავგეგმოთ პოლიციის საქმიანობა. ქვემოთ მოყვანილია ორი ტიპის კითხვარი– დეტალური და ბლიც კითხვარი. თუ გსურთ დეტალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს წინაშე არსებულ პრობლემებზე, გთხოვთ შეავსოთ დეტალური კითხვარი. სხვა შემთხვევაში, შეავსეთ ბლიც გამოკითხვის ფორმა,”–საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, ეს “პოსტი” ფეიქსბუქის საკუთარ ვებ–გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.

რეგიონი, რაიონი, ქალაქი, უბანი, ქუჩა, სქესი, ასაკი,–ეს გრაფები მოქალაქემ, რომელიც გადაწყვეტს, შსს–ს საკუთარი პრიორიტეტების შესახებ მიწეროს, აუცილებლად უნდა შეავსოს.

აღნიშნული გრაფების შემდეგ  “დეტალურ კითხვარში” მოქალაქემ სამიდან მინიმუმ ერთი პრიორიტეტი უნდა ჩამოთვალოს. პრიორიტეტის დასახელების შემდეგ აქვე შეავსებს გრაფას, რას უნდა მიაქციოს ყურადღება პოლიციამ (მაგალითად, ნებისმიერი დანაშაულის ტიპი, ანტისოციალური ქცევა (ჩხუბი, ხმაური), ან როგორ უნდა იმოქმედოს პოლიციამ, რომ მოქალაქემ თავი უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს და ა.შ.

მოქალაქე, რომელიც ასეთი კითხვარით შსს–ს მიმართავს, სურვილის შემთხვევაში სხვა გრაფებსაც– სახელი, გვარი, ტელეფონი,მობილური და ელ. ფოსტა–შეავსებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი