ახალი ამბები

აღმაშენებელზე ისევ გამოჩნდა სამშენებლო ტექნიკა

12 დეკემბერი, 2011 • 1632
აღმაშენებელზე ისევ გამოჩნდა სამშენებლო ტექნიკა

თბილისში, რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე, დღეს დილიდან ისევ გამოჩნდა სამშენებლო ტექნიკა და მუშახელი. ამ დროისთვის შენობების ფასადების განმეორებითი შეღებვის პროცესი მიმდინარეობს.

აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშოები თბილისის მერიის პროექტის – “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” – ფარგლებში 2009 წლის დეკემბერში დაიწყო. გაჭიანურებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშოები ახლახან დასრულდა. განახლებული გამზირი 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის” 8 წლისთავთან დაკავშირებით პირადად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

გახსნიდან რამდენიმე დღეში ახლადდაგებული ქვაფენილი რამდენიმე ადგილზე ამოიყარა, რომელიც ხელთავიდან ჩააგეს, ხოლო მეტრო მარჯანიშვილის წინ ახლადაგებული თაღების სახურავიდან წვიმის წყალმა ჩამოასხა. ამჟამად აღნიშნულ ადგილზე მუშების ბრიგადა მუშაობს.

ამავე თემაზე:

მარჯანიშვილის მეტროს წინ აგებული თაღების სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის

ფოტორეპორტაჟი განახლებული აღმაშენებლის გამზირიდან

აღმაშენებლის გამზირს სამშენებლო ნარჩენებისგან ასუფთავებენ

აღმაშენებლის გამზირის ახალი სიცოცხლე

მასალების გადაბეჭდვის წესი