ახალი ამბებისამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნატრიაშვილი გახდა

28 მაისი, 2016 • 4240
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი  დავით ნატრიაშვილი გახდა

შინაგან საქმეთა საინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი  დავით ნატრიაშვილი გახდა. მან ამ თანამდებობაზე ივანე პაპიაშვილი შეცვალა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, საკადრო ცვლილების მიზეზი სამინისტროში მიმდინარე “როტაციაა” და პაპიაშვილი სხვა თანამდებობაზე დაინიშნება.

დავით ნატრიაშვილი მანამდე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროში  მუშაობა კი  2001 წლიდან დაიწყო.
2004 –2005 წლებში იყო სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოს ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, 2006 – 2011 წლებში კი –  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი.

მის ბიოგრაფიას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი