ახალი ამბები

სახელმწიფო ვისთვის? – პაატა ბურჭულაძის პარტიის პირველი ყრილობა

28 მაისი, 2016 • 2718
სახელმწიფო ვისთვის? – პაატა ბურჭულაძის პარტიის პირველი ყრილობა

დღეს თბილისში ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მიერ ჩამოყალიბებული ახალი პარტიის, “სახელმწიფო ხალხისთვის”, ყრილობა გაიმართა.  ყრილობაზე პაატა ბურჭულაძე, რომელმაც პარტია მაისში დააფუძნა, თავმჯდომარედ აირჩიეს.

ბურჭულაძემ  ყრილობაზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის წევრები წარუდგინა.

პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებს შორის არიან ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ალექსანდრე ბაკურიძე, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, “მაესტროს” ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი, პარტიის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი, პარტიის ეკონომიკური გუნდის წევრი გიორგი პაპავა,  კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა, მწერალი ქეთი ნიჟარაძე, პოლიტოლოგი ტარიელ ჭულუხაძე, ეკონომისტი გოჩა ჭელიძე, გიგა მარტენაძე, კობა ჩიხლაძე, ირმა დაუშვილი, არკუმ ჰამარცუმიანი, გიორგი პაპელიშვილი, ოღრან ირვერდიელი, ბექა ჟვანია, ლადო კახაძე, გიორგი რუხაძე და ხათუნა ლაგაზიძე.

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, "სახელმწიფო ხალხისთვის" პირველი ყრილობა გაიმართა, სადაც, პარტიის ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ მხარდამჭერებს თანაგუნდელები წარუდგინა 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, “სახელმწიფო ხალხისთვის” პირველი ყრილობა გაიმართა, სადაც, პარტიის ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ მხარდამჭერებს თანაგუნდელები წარუდგინა 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

პარტიის თავმჯდომარემ გამოსვლაში აღნიშნა, რომ “საქართველო ხალხისათვის” ყურადღებას გაამახვილების განათლებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე, ინფრასტრუქტურაზე. ბურჭულაძე ამბობს, რომ პარტია “დამატებით განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს მცირე ბიზნესპროექტებზე”. მისი თქმით, მეწარმეობას მაქსიმალური თავისუფლება და ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. ბურჭულაძე ამბობს, რომ პარტიას აქვს გეგმა “სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად ჩვენ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ რამდენიმე გიგანტურ პროექტს”.

“გვაქვს გეგმა, როგორ დავუბრუნოთ სოფელს სიცოცხლე. მიტოვებულ და დაცარიელებულ მთიან რაიონებში ცხოვრებას აზრი უნდა მივცეთ. არ შეიძლება სოფელში თითქმის ყველა ადამიანი ელოდებოდეს, როდის მიაღწევს მისი ოჯახის ერთი წევრი მაინც საპენსიო ასაკს, რომ ამ პენსიით არჩინოს ოჯახი”. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ “გაიზრდება საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობა მიზნობით სეგმენტზე, კერძოდ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე”, – განუცხადა პაატა ბურჭულაძემ ყრილობაზე შეკრებილ აუდიტორიას. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება გრძელვადიან განვითარებაზე უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული.

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, "სახელმწიფო ხალხისთვის" პირველი ყრილობა გაიმართა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ესწრებოდნენ 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, “სახელმწიფო ხალხისთვის” პირველი ყრილობა გაიმართა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ესწრებოდნენ 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

პაატა ბურჭულაძემ დღევანდელ გამოსვლაში თქვა, რომ “სამართალი დღემდე არ აღმდგარა”.

“ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც გავაპროტესტეთ მურუსიძის დანიშვნა. თავიდანვე ავტეხეთ განგაში, რადგან ცხადი იყო, რომ გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძით ბრუნდებოდა “ნაციონალური მოძრაობა”- “ქართული ოცნების” სახით. შედეგიც სახეზეა: მურუსიძისეული გადაწყვეტილებები გინდა რუსთავი2-ზე და გნებავთ ე.წ “კაბელების საქმეზე”. პოლიტიზებული სასამართლო, რომელიც ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს ზუსტად ისე, როგორც ასრულებდა წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ გავათავისუფლებთ სასამართლოს. განვახორციელებთ შსს-ის და უსაფრთხოების სამსახურის რეალურ რეფორმას, განვახორციელებთ ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზებას, განვამტკიცებთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველვყოფთ საკონსტიტუციო სასამართლოს გაძლიერებას”, – განუცხადა ბურჭულაძემ ახალი სპორტის სასახლეში შეკრებილ აუდიტორიას.

“სახელმწიფო ვისთვის”?! – იკითხა პაატა ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას. პასუხად კი დამსწრე აუდიტორიამ სკანდირებით უპასუხა: “სახელმწიფო ხალხისათვის”. პარტიის ლიდერმა ისაუბრა პარტიის მიზნებზე, თუმცა განხორციელების გზებზე დეტალურად არ უსაუბრია.

პოლიტიკური მოძრაობის, "სახელმწიფო ხალხისთვის", ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პატრიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

პოლიტიკური მოძრაობის, “სახელმწიფო ხალხისთვის”, ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პატრიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აუდიტორიას სიტყვით მიმართა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, გიორგი თაქთაქიშვილმაც. “ჩვენ ვერთვებით ამ ბრძოლაში, რადგან ვიღებთ პასუხისმგებლობას, გვაქვს მოტივაცია და ამბიცია, ძირეულად, რადიკალურად შევცვალოთ ქვეყნის პოლიტიკური კულტურა და გადამწყვეტი როლი შევასრულოთ საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

“ჩვენ [არჩევნებში] გავიმარჯვებთ ძალიან დიდი პროცენტით. მაგრამ საქმე გამარჯვება არაა, საქმე ის არის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ამიტომაც, ვინც ოპოზიციაში დარჩება, მათ მოვუწოდებთ, – მოდით, გავერთიანდეთ, რაღაც აზრი ჩამოვაყალიბოთ, იმიტომ, რომ კი არ დავაპირისპიროთ ხალხი, როგორც რამდენიმე ხნის წინ კორცხელში მოხდა, არამედ შევიკრათ, რაღაც სიკეთე გავაკეთოთ და სიხარულით, პატივისცემით შევქმნათ ეს ქვეყანა”, – თქვა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ აუდიტორიას განუცხადა, რომ პარტია გააგრძელებს წევრების მიღებას: “ეს არის ჩვენი გუნდი, რომელიც კიდევ გაიზრდება. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველო დიდი ქვეყანაა. ჩვენ გვჭირდება კარგი პროფესიონალები და კარგი პატრიოტები, რომ ვმართოთ ეს ქვეყანა. გელოდებით, შემოგვიერთდით ყველანი, ვისაც გინდათ”.

“ჩვენ სრულიად ახალ ფაზაში გადავიყვანთ ურთიერთობას “ნატოსთან”, რაც ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიებს. უსაფრთხოების გარანტიები კი უკვე მეტ უცხოურ ინვესტიციას, და მეტ ბიზნესს ნიშნავს. საქართველომ აუცილებლად უნდა იპოვოს თავისი როლი და ფუნქცია”, – უთხრა გიორგი რუხაძემ “ნეტგაზეთს”.

ნატოს წევრობა ჩვენი მიზანია, დაუდასტურა “ნეტგაზეთს” პარტიის ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ. “პარტიის ყველა ლიდერის გამოსვლაში ამას ყოველთვის ხაზი ესმება. ჩვენი მთავარი პრინციპი საგარეო პოლიტიკაში გახლავთ ერთი – საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვერ იარსებებს დასავლური ფარის გარეშე. აქედან გმაომდინარე, მთელი ჩვენი საგარეო პოლიტიკა დაეფუძნება ამ უმთავრეს პრინციპს”, – დასძენს ლაგაზიძე.

პოლიტიკური მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა ლაგაზიძე, პარტიიც ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა ლაგაზიძე, პარტიიც ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ჩვენი გუნდი ბატონ პაატასთან ერთად იბრძოლებს იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს ევროპულ სტანდარტებს, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და მიიღოს ბევრად მეტი, ვიდრე უვიზო მიმოსვლა ან თავისუფალი ვაჭრობა. ეს იქნება ბევრად უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ეს იქნება ბევრად მეტი კეთილდღეობა” – თქვა გიორგი რუხაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, "სახელმწიფო ხალხისთვის" პირველი ყრილობა გაიმართა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ესწრებოდნენ 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, “სახელმწიფო ხალხისთვის” პირველი ყრილობა გაიმართა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ესწრებოდნენ 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ყრილობას საქართველოს რეგიონების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გამოსვლების ბოლოს პაატა ბურჭულაძე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ახალგაზრდა გამომსვლელმა ადიგენიდან ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება: “ბევრს ჰგონია, რომ რადგან ჩვენ ეთნიკური უმცირესობა ვართ, მუდმივად ხმას ვაძლევთ მთავრობას. ეგრე არ არის, ჩემო მეგობრებო. ჩვენ, აზერბაიჯანელები, ისეთივე მოქალაქეები ვართ საქართველოსი, როგორც ქართელები, ოსები, სომხები და აფხაზები. დადგა დრო, წარმომავლობის მიუხედავად, გავერთიანდეთ საქართველოს უახლესი მომავლისთვის. ჩვენ ხმას მივცემთ იმას, ვინც დაინახავს ჩვენს პრობლემებს და გვაჩვენებს მათი მოგვარების რეალურ გზას”.

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, "სახელმწიფო ხალხისთვის" პირველი ყრილობა გაიმართა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ესწრებოდნენ 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, “სახელმწიფო ხალხისთვის” პირველი ყრილობა გაიმართა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ესწრებოდნენ 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რუხაძის თქმით, “დასავლური ღირებულებების გარშემო გაერთიანებული პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” იქნება სრულიად ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში: “ჩვენ რეალურად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი – ახალი ურთიერთობა სახელმწიფოსა და ხალხს შორის, მთავრობასა და ხალხს შორის, – ევრპული სტანდარტის ურთიერთობა, როდესაც ხალხი ქირაობს ხელისუფლებას საკუთარი კეთილდღეობისთვის და ეს არის მისი მთავარი დანიშნულება”, – უთხრა გიორგი რუხაძემ “ნეტგაზეთს”.

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, "სახელმწიფო ხალხისთვის" პირველი ყრილობა გაიმართა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ესწრებოდნენ 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, “სახელმწიფო ხალხისთვის” პირველი ყრილობა გაიმართა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ესწრებოდნენ 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს: “ჩვენ გვინდა, რომ ახალი სიტყვა ვთქვათ ქართულ პოლიტიკაში, დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები და გავმართოთ ის სისტემა, რომელიც ვერ დაამარცხა “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ მხოლოდ პიროვნებებს არ ვებრძოდით ნაციონალურ მოძრაობაში, ვებრძოდით სისტემას. სამწუხაროდ, სისტემა დარჩა დიდწილად იგივე და ეს იქნება ამ მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მერაბ მეტრეველმა.

 

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, "სახელმწიფო ხალხისთვის" პირველი ყრილობა გაიმართა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ესწრებოდნენ 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის, “სახელმწიფო ხალხისთვის” პირველი ყრილობა გაიმართა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ესწრებოდნენ 28.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი