ახალი ამბები

რუსეთში დღევანდელი აქციები დასრულდა

10 დეკემბერი, 2011 • 1401
რუსეთში დღევანდელი აქციები დასრულდა

რუსეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები დღეს ყველა დიდ ქალაქში მოეწყო.

მასში მონაწილეობა იმაზე ბევრმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.

მთლიანობაში აქციებმა სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ორგანიზატორები უახლოეს დღეებშიც გეგემავენ ფართომასშტაბიან აქციებს.

მმართველ პარტიაში “ედინაია როსია” დღეს განახადეს, რომ მომიტინგეთა ხმა გაგებული იქნება ხელისუფლების მხრიდან. 

“რა თქმა უნდა, ხალხს, რომელიც საკუთარ პროტესტს გამოხატავს არჩევნების შედეგების ან საარჩევნო პროცესის გამო, ამის უფლება აქვს. ამ თვალსაზრისით პროტესრის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია და იგი იქნება გაგებული, როგორც მედიის, ასევე, საზოგადოებისა და ხელისუფლების მიერ,”–განუცხადა ჟურნალისტებს “ედინაია როსიას”გენერალური საბჭოს მდივნის მოადგილემ, ანდრეი ისაევმა.

მან მომიტინგეებს მოუწოდა, არ გადაიქციონ თავები “საზარბაზნე ხორცად”, იყვნენ მშვიდობიანები და კანონმორჩილები.

გარწმუნებთ, რომ ჩვენ მოვისმენთ მომიტინგეთა ხმას. თუ თქვენ გინდათ, მხოლოდ საკუთარი უნდობლობა გამოხატოთ, გააკეთეთ ეს, მაგრამ არ მისცეთ საშუალება, პაიკებად გაქციონ მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურს, ნუ აყვებით პროვოკაციებს,”–განაცხადა ისაევმა.

დღევანდელი მიტინგი ბოლოტნაიას მოედანზე, რუსული მედიის შეფასებით, იყო ყველაზე მასობრივი პროტესტი 90 –იანი წლების შემდეგ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, მასში მონაწილეობა 100 ათასმა ადამიანმა მიიღო, თუმცა, პოლიციის შეფასებით, მიტინგზე 25 ათასი მოქალაქე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ “ედინაია როსიამ”  გამარჯვება მოიპოვა, ოპოზიცია აპროტესტებს. რამდენიმე დღის მანძილზე მოსკოვსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა აქციების მონაწილეთა ნაწილი დააკავეს.

გუშინვე რუსულენოვანი სოციალური ქსელის, Вконтакте-ს შემქმნელი პაველ დუროვი პროკურატურაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც დუროვმა ეფ-ეს-ბეს (ФСБ) მოთხოვნა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ქსელზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა, არ შეასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი