ახალი ამბები

მოსკოვში, ბოლოტნაიაზე, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგანი ძალებიც იმყოფებიან

10 დეკემბერი, 2011 • 934
მოსკოვში, ბოლოტნაიაზე, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგანი ძალებიც იმყოფებიან

ბი–ბი–სის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ძალოვანთა ათობით სატვირთო მანქანა ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონული ნომრებით მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე, განთავსდა. აღნიშნულ მოედანზე ოპოზიცია რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის ავტობუსები და მანქანები მორიგეობენ.

ჯერჯერობით, მოედანზე, სადაც დღის 2 საათზე აქცია არის დაგეგმილი, სიმშვიდეა.

შეგახსნებთ, ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსეთში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამის გასაპროტესტებლად მთელი კვირის მანძილზე აქციებს მართავს. რუსეთის მთავრობამ ოპოზიციას მასობრივი საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება მისცა, რომელიც დღეს ბოლოტნაიას მოედანზეა დაგეგმილი.

სოციალური ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე 34 ათასი ადამიანი აპირებს ამ აქციაში მონაწილეობას. ისინი მოსკოვის ბოლოტნაიას მოედანზე შეიკრიბებიან და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი