ახალი ამბები

დღეს დაგეგმილ აქციამდე რუსეთის ინტელიგენცია გაიყო

10 დეკემბერი, 2011 • 1004
დღეს დაგეგმილ აქციამდე რუსეთის ინტელიგენცია გაიყო

დღეს НТВ–ს ერთ–ერთმა წამყვანმა ტელეჟურნალისტმა, ელექსეი პივოვაროვმა უარი განაცახდა 19:00– საათაინი საინფორმაციო გამოშვების წაყვანაზე. ამის მიზეზად მან “ტელეარხის ის ინფორმაციული პოლიტიკა დაასახელა, რომელიც საშუალებას არ აძლევს ჟურნალისტებს, გააშუქონ საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა.”

საინიციატივო ჯგუფის “სამართლიანი არჩევნებისთვის” წარმომადგენელმა გრეგორი პეტუხოვმა საკუთარ ბლოგზე”live Journal”-ალექსეი პივოვაროვთან საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც კითხვაზე, გაკეთდებოდა თუ არა ნორმალური საინფორმაციო სიუჟეტი ბოლოტნაიას მოედანზე დაგეგმილი აქციის შესახებ, ჟურნალისტი პასუხობს, რომ “ამის დაპირება მას არ შეუძლია”, თუმცა ტელეარხის გადამღები ჯგუფი აქციის გასაშუქებლად მაინც წავა.

ორშაბათსა და სამშაბათს ძირითადი რუსული ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებებში არ იყო ნახსენები პოლიციასა და დემონსტრატებს შორის შეტაკებისა და მასობრივი დაკავებების შესახებ.

ტელეკომპანია “როსიამ”საპროტესტო აქციების შესახებ პირველად ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, თუმცა არა ფედერალურ, არამედ მოსკოვის ახალი ამბების გამოშვებაში.

ამასთან დაკავშირებით ხუთშაბათს რადიო “კომენრასანტის” პოლიტიკურმა მიმომხილველმა, სტანისლავ კუჩერმა  ინტერნეტის მეშვეობით კოლეგებს სახელმწიფო მედიასაშუალებებიდან მოუწოდა, “მოისროლონ ყველა “ტეფი”( ნაციონალური პრემია ტელევიზიის სფეროში მიღწეული წარმატებისთვის), რომელიც მათ “საუკეთესო საინფორმაციო გამოშვებებისთვის” მიიღეს.

როგორც “ეხო მოსკვი” გადმოსცემს, რიგი ტელეჟურნალისტებისა მზად არიან, თავადვე მიიღონ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა.

ჟურნალისტების გარდა დღევანდელ აქციაში მონაწილეობის მისაღებად მზაობა მწერალმა ბორის აკუნინმა, ასევე, რეჟსორებისა და მსახიობების ნაწლმა გამოთქვეს.

შეგახსნებთ, ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსეთში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამის გასაპროტესტებლად მთელი კვირის მანძილზე აქციებს მართავს. რუსეთის მთავრობამ ოპოზიციას მასობრივი საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება მისცა, რომელიც დღეს ბოლოტნაიას მოედანზეა დაგეგმილი.

სოციალური ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე 34 ათასი ადამიანი აპირებს ამ აქციაში მონაწილეობას. ისინი მოსკოვის ბოლოტნაიას მოედანზე შეიკრიბებიან ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოითხოვნით.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორშაბათს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისა და პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა აქციაც გაიმართება.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა აქციების მონაწილეთა ნაწილი დააკავეს.

გუშინვე რუსულენოვანი სოციალური ქსელის, Вконтакте-ს შემქმნელი პაველ დუროვი პროკურატურაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც დუროვმა ეფ-ეს-ბეს (ФСБ) მოთხოვნა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ქსელზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა, არ შეასრულა.

ამის შესახებ დუროვი ტვიტერის პირად ანგარიშზე წერს და იქვე აქვს გამოქვეყნებული პროკურატურის გამოძახების დასკანირებული დოკუმენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი