ახალი ამბები

რუსეთის შს მინისტრი საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ითხოვს

9 დეკემბერი, 2011 • • 1022
რუსეთის შს მინისტრი საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ითხოვს
რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის რაშიდ ნურგალიევის განცხადებით, მან დაავალა რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელებს, რათა დაიწყონ გამოძიება 4 დეკემბერს რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დარღვევის ფაქტებზე.  

რეგიონიებს პოლიციის ხელმძღვანელებმა შესაბამისი ანგარიში 15 დეკემბრისთვის უნდა მოამზადონ, რომელშიც ყველა ის საჩივარი და დარღვევა აისახება, რაც საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამის გასაპროტესტებლად მთელი კვირის მანძილზე აქციებს მართვას. რუსეთის მთავრობამ ოპოზიციას მასობრივი საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება მისცა, რომელიც ხვალ ბოლოტნოის მოედანზეა დაგეგმილი. 

ნურგალიევმა, ასევე, აღნიშნა, რომ ყველა არასანქცირებული მიტინგი აღკვეთილი იქნება.

ხვალ, 10 დეკემბერს მოსკოვში მასობრივი დემონსტრაცია გაიმართება. სოციალური ქსელების ინფორმაციით, უკვე 34 ათასი ადამიანი აპირებს ამ აქციაში მონაწილეობას. ისინი მოსკოვის ბოლოტნოის მოედანზე შეიკრიბებიან და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორშაბათს, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისა და პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა აქციაც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი