ახალი ამბები

სერგეი ლავროვი: საქართველოს ნატოში გაწევრიანებით, 2008 წლის ომი განმეორდება

8 დეკემბერი, 2011 • 965
სერგეი ლავროვი: საქართველოს ნატოში გაწევრიანებით, 2008 წლის ომი განმეორდება
”რუსეთი შიშობს, რომ ნატოს რიგებში საქართველოს მიღება 2008 წლის ომის გამეორებას გამოიწვევს”-ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ლავროვმა ეს განცხადება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომისას საქართველოს საკითხის განხილვის შემდეგ გააკეთა, რადგან ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ კომუნიკეში საქართველო აღნიშნულია, როგორც ქვეყანა, რომელიც ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის.

”მე გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, საქართველოს რეჟიმს 2008 წლის მოვლენების მსგავსისკენ არ უბიძგონ, რადგან 2008 წლის ომი ბუქარესტში გამართული ნატოს სამიტის შემდგე მალევე მოხდა, სადაც კატეგორიულად განაცხადეს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება”-აღნიშნავს ლავროვი.

ლავროვი იმედს გამოთქვამს, რომ ნატო პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხს. მისივე განცხადებით, 2008 წლის ომი სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ სამხრეთ კავაკასიისთვის, ასევე რუსეთისთვისაც:

” იქ ჩვენი მეზობლები და უახლოესი მოკავშირეები ცხოვრობენ, იმედია, მათ ჩემი გაიგეს”- აღნიშნავს ლავროვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი