ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კენჭისყრისას სხვისი პულტი გამოიყენა [ვიდეო]

27 მაისი, 2016 • 1464
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კენჭისყრისას სხვისი პულტი გამოიყენა [ვიდეო]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას უმრავლესობის წევრმა, თეიმურაზ ჭკუასელმა სხვისი პულტით რამდენჯერმე მისცა ხმა.

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა სხდომათა დარბაზში 81 დეპუტატი არ იმყოფებოდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის კენჭისყრისას უმრავლესობის წევრმა, თეიმურაზ ჭკუასელმა სხვისი პულტით რამდენჯერმე მისცა ხმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, რომ სხვისი პულტის გამოყენების საკითხს კომიტეტი იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ შესაბამისი განცხადებით მიმართავენ. მისივე განმარტებით, სხვისი პულტის გამოყენებისას სანქცია არა გამომყენებელს ეკისრება, არამედ მას, ვისი პულტიც გამოიყენეს. ასეთი შემთხვევისთვის გათვალისწინებულია ხელფასის 20%-ის დაქვითვა.

კახიანის თქმით, სხვისი პულტის გამოყენება არ შეიძლება, თუმცა ის ასახელებს შემთხვევებს, როცა ასე ხდება ხოლმე:

“ყოფილა შემთხვევები, რომ დეპუტატი ვერ ასწრებს პულტთან მისვლას იმიტომ, რომ წამებია დარჩენილი და სხვას სთხოვს, რომ ხმა მისცეს. შეიძლება მან ისეთი პიროვნების პულტი გამოიყენა, რომელიც იქვე იმყოფებოდა. ვინც მის გვერდში ზის ხოლმე, შეიძლება დღეს პარლამენტში არის, მაგრმა ზოგადად სხვის ნაცვლად ხმის მიცემა არ შეიძლება.”

პარლამენტის რეგლამენტის 141-ე მუხლის თანახმად, “თუ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ კენჭისყრის ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალი ან სხვისი ბარათი იქნა გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია, იმართება ხელახალი კენჭისყრა.

კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების შემთხვევაში ფრაქციის, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, უმცირესობის, უმრავლესობის მოთხოვნით შესაძლებელია წაკითხულ იქნეს კენჭისყრის მონაცემები.

სათანადოდ მოტივირებული განცხადება კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე დაუყოვნებლივ წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს მანდატურთუხუცესს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაბამის პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას იმავე დღეს უფლება არა აქვს, მოითხოვოს სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი