ახალი ამბები

98 წლის წინ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერები მოსწავლეთა სახლთან გაიხსენეს [ფოტო/ვიდეო]

26 მაისი, 2016 • 2608
98 წლის წინ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერები მოსწავლეთა სახლთან გაიხსენეს [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 26 მაისს. მოსწავლეთა სახლთან, იქ, სადაც 98 წლის წინ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, მოქალაქეების ჯგუფმა გაიხსენა ის ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აქტს.

აქცია საბჭოთა “წარსულის კვლევის ლაბორატორიის” ინიციატივით შედგა. აქციის მონაწილე ოთარ ჯანელიძემ 17:10 წუთზე სიმბოლურად წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი, ხოლო შემდეგ იმ ადამიანთა ხელმოწერებით შექმნილი ლენტი გააბეს, ვინც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს.

1918 წლსის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში, სადაც კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენცია იყო, საქართველოს ეროვნულმა კრებამ გამოაცხადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1921 წლამდე იარსება, როდესაც თებერვლაში საბჭოთა არმიამ დაიპყრო და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ნაწილად აქცია. 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, 30 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მოსწავლეთა სახლთან დამფუძნებელი კრების წევრები გაიხსენეს. 26.05.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი