ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთთან მიერთების საკითხზე ცხინვალში 2016 წელს რეფერენდუმი აღარ ჩატარდება

26 მაისი, 2016 • 1290
რუსეთთან მიერთების საკითხზე ცხინვალში 2016 წელს რეფერენდუმი აღარ ჩატარდება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის საკითხზე რეფერენდუმის 2017 წელს ჩატარების შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას სააგენტო რეს-ი ავრცელებს.

როგორც ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება “სამხრეთ ოსეთის ხალხის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად” მიიღეს.

მანამდე ლეონიდ თიბილოვის მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე 2016 წლის აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი