ახალი ამბები

პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში დასარეგისტრირებელი დოკუმენტები წარადგინა

7 დეკემბერი, 2011 • • 917
პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში დასარეგისტრირებელი დოკუმენტები წარადგინა
რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, 7 დეკემბერს, ოფიციალურად წარუდგინა რუსეთის ცესკოს 2012 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დასარეგისტრირებელი დოკუმენტები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ნინა კულიასოვას განცხადებით, ცესკოს კომისიამ გამოაცხადა იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებიც საჭიროა, რომ საპრეზიდენო არჩევნებში მონაწილე პირმა წარუდგინოს ცესკოს. “ვლადიმერ პუტინმა ჩვენ გამოგვიგზავნა უკვე ეს დოკუმენტაცია.”  

მისი თქმით, კომისია 5 დღის ვადაში განიხილავს აღნიშნულ დოკუმენტებს, რომ ამ პერიოდში რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პარტიის წარმომადგენლებს მისცენ უფლება, რათა წარადგინონ საკუთარი კანდიდატი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ათი დღის ვადაში დარეგისტრირდება.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი მმართველმა პარტია “ედინაია როსიამ”  27 ნოემბერს წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად.

მასალების გადაბეჭდვის წესი