ახალი ამბები

ირაკლი შოთაძე კორცხელის ინციდენტზე: გამოძიებას სჭირდება დრო

26 მაისი, 2016 • 1467
ირაკლი შოთაძე კორცხელის ინციდენტზე: გამოძიებას სჭირდება დრო

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ კორცხელის ინციდენტთან დაკაშირებით გამოძიება პროკურატურის ხელმძღანელობით მიმდინარეობს.

ეს განცხადება შოთაძემ ზუგდიდში, სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას სამოქალაქო პანაშვიდზე გააკეთა.

“მიმიდნარეობს ყოველდღიურად საგამოძიებო მოქმედებები ჩვენი საპროცესო ხელმძღვანელობის ფარგლებში და როგორც კი ამოიწურება შესაბამისი საგმოძიებო მოქმედებები, ჩვენ მიერ იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. რეაგირება მოხდება, გამოძიებას სჭირდება დრო, მე შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება ჩვენ მიერ,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანვე განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ბრალდებულთა იდენტიფიცირების მიმართულებით.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებობს სხვადასხვა ტელევიზიის ვიდეომასალა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ფიზიკური შეურაცხყოფა არის ასახული.

ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს.

შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი).

24 მაისს, ღამით ინციდენტის სავარაუდო მონაწილეები შსს-ში გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ და გადაწყვიტეს, ვითარების გასარკვევად თავად მისულიყვნენ. ისინი გამოძიებას არ დაუკავებია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი