ახალი ამბები

აფხაზურ მხარეს საზღვართან საბაჟოს დაწესება სურს

7 დეკემბერი, 2011 • 1091
აფხაზურ მხარეს საზღვართან საბაჟოს დაწესება სურს

 

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი საქართველოდან აფხაზეთში იმპორტირებული საქონლის ლეგალიზაციას აუცილებლად მიიჩნევს. ამის გამო აფხაზეთის მხრიდან საბაჟო კონტროლი დაწესდება. ამ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

 

”საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მაღაზიებსა და ბაზარში საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი საქართველოდან არალეგალური გზით შემოდის, აფხაზეთს არ აქვს შემოსავალი ამ ვაჭრობის შედეგად,”- განაცხადა ანქვაბმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ტვირთთან დაკავშირებით არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურების არც ერთი დოკუმენტი და ამ ვაჭრობით მხოლოდ ცალკეული მოქალაქეები სარგებლობენ.

ანქვაბმა ხაზგასმით განაცხადა, რომ  აფხაზეთი-საქართველოს საზღვარზე მხარს უჭერს საბაჟო მომსახურების აღდგენას, რის შემდეგაც შესაბამისი ორგანიზაციები აფხაზეთში შესულ ტვირთს ოფიციალურად აღწერენ.

ანქვაბმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე საბაჟო პუნქტები გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი