ახალი ამბები

მოსკოვში დაკავებული ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ოპერატორი გაათავისუფლეს

7 დეკემბერი, 2011 • • 935
მოსკოვში დაკავებული ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ოპერატორი გაათავისუფლეს
მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ოპერატორი გაათავისუფლეს.

ტელეკომპანიის განცხადებით, დაკავებული ოპერატორი დღეს დილას ოქმის შედგენისა და 500– რუბლიანი ჯარიმის გადახის შემდეგ გამოუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვში 4 დეკემბრის რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და პუტინის მმართველობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. თუმცა, რუსმა სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 600-მდე მონაწილე დააკავეს.

მათ შორის იყვნენ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები. უმეტესი მათგანი უკვე გათავისუფლებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი