ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში სიმბოლურად მშვიდობიანი მსვლელობით აღნიშნეს

26 მაისი, 2016 • 1439
დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში სიმბოლურად მშვიდობიანი მსვლელობით აღნიშნეს

გიგა ოთხოზორიას ხურჩაში მკვლელობის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ყველა ღონისძიება ზუგდიდში გაუქმდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცნობით, მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობა დაგმო.

მშვიდობის აქციას“ აფხაზი ეროვნების მოქალაქეებიც შეუერთდნენ და შეკრებილებთან ერთად ოკუპაცია და ძალადობა დაგმეს”- იუწყება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია. 

სიმბოლური აქციის დასრულების შემდეგ გამსახურდიას ძეგლიდან დადიანების სასახლის მიმართულებით მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეებმა, ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, სტუდენტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებმა და მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა.

მსვლელობის დასრულების შემდეგ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

გიგა ოთხოზორიას, რომელიც 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, დღეს, 26 მაისს დაკრძალავენ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე მსვლელობით აღნიშნეს. ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი