ახალი ამბები

აშშ სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის იბრძოლებს

7 დეკემბერი, 2011 • 1062
აშშ სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის იბრძოლებს

აშშ სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად მთელ მსოფლიოში აპირებს ბრძოლას, შესაბამისად, ფინანსურ დახმარებებს სხვა ქვეყნებზე იმის მიხედვით გაცემს, თუ რამდენად იცავენ ისინი გეებისა და ლესბოსელების უფლებებს.

ამის თაობაზე აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჟენევაში, უცხოელი დიპლომატების წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა.

კლინტონის თქმით, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით დისკრიმინაციას ვაშინგტონი აფასებს, როგორც ადამიანის უფლების დარღვევას. მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის აშშ–ს მოკავშირე სახელმწიფოებში ჰომოსექსუალიზმი უწინდებურად იდევნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი