ახალი ამბები

ხიდაშელი: ნატოს პირველი ქართული დანაყოფი გვაახლოებს ევროპულ საქართველოსთან

26 მაისი, 2016 • 1249
ხიდაშელი: ნატოს პირველი ქართული დანაყოფი გვაახლოებს ევროპულ საქართველოსთან

თავდაცვის მინისტრიმა, თინა ხიდაშელმა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიაზე ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა. მან დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების მოედანზე შეკრებილია სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო დანაყოფი და ისტორიაში პირველად, ნატოს ქართული დანაყოფი.

“98 წლის წინ ამ ადგილთან ძალიან ახლოს, აქვე, რუსთაველის გამზირზე, საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, ქართულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელმაც ბევრი თაობის ქართული ოცნება რეალურად აქცია. და ოკუპაციის პირობებშიც კი, ჩვენს ორიენტირად იქცა მაშინ, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქართულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ ერთხმად გამოაცხადა, რომ აქ, ამ მიწაზე დემოკრატიული რესპუბლიკა დაეფუძნებოდა ადამიანის უფლებებს, ადამიანის თავსიუფლებას, ყველას თანასწორობას. რესპუბლიკა, რომელიც იბრძოლებდა მისი მოქალაქეების უსაფრთხოების და კეთილდღეობისთვის. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ამ დიდებული დღის შემოქმდთა შთამომავლებს, რომლებიც აქ ჩვეთან ერთად არიან ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ჩხენკელის, ბერიშვილის და სხვათა შთამომავლები, რომლებიც ჩენთან ერთად ზეიმობენ დამოუკიდბელობის დღეს. 25 წლის წინ აქვე, პარლამენტის შენობის დარბაზში მორიგ ჯერზე დაგვჭირდა ქართული რესპუბლიკის გამოცხადება, რაც ადასტურებს, რომ ეს გზა არ ყოფილა ადვილი. ეს იყო ბრძოლის, ომის თავგანწირვის თავსიუფალი საქართველოს იდეას შეწირული ბევრი თაობების მიერ გავლილი მძიმე გზა. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლვას, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა, – ასე მიმართა 98 წლის წინ ქართველმა გენერალმა საქართველოს. მე ვფიქრობ, ეს სიტყვები მთელი საქართველოს ისტორიაა. დიახ, კლავდნენ და არ კვდებოდა, კლავდნენ და მაინც დგებოდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. ბატონებო, ეს დღე, 26 მაისი ჩვენია. დღევანდელი დღესასწაული უპირვლესად იმ ქალების და კაცების, ჯარისაკცების და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე მოვუყვებით შვილებს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით არა ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება. არა პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიას და უახლეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ერთგულებას ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება, ჩვენი არჩევანის მიმართ. ვიბრძოლოთ ძლიერი, უკეთესი, ბედნიერი, ევროპული საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენია და ყოველი დღე ისტორიულია, რომელიც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქ თავისუფლების მოედანზე შედგება და დღეს პირველად აქ თავისუფლების მოედანზე დგას ნატოს ქართული ასეული. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტია, რომელიც ჩვენ ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ ოჯახში დაგვაბრუნებს- ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში. მე მადლობა მინდა ვუთხრა ამ ბიჭებს, განსაკუთრებული მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და ამ სტატუსისთვის, რომელიც სულ უფრო გვაახლოებს ევროპულ საქართველოსთან.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, ეს დღე ჩვენია, ეს იმას ნიშნავას, რომ ამით გზავნილს ვაწვდით ყველას: ქართველებს, აფხაზებს, ყველას, ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრებელ ყველა ეროვნების და რელიგიის წარმომადგენლებს. ყველასია ეს დღე.

ჩვენთან ერთად მინდა განსაკუთრებით მიველსამო ამერიკელ, დიდ ბრიტანელ, პოლონელ, ლატვიელ სამხედრო მოსამხურეებს. მათი აქ დგომა ადასტურებს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. არც დღესასწაულის დროს და არც გაჭირვების დროს. ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები აქ ჩვენთან ერთად იდგნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს თავისუფლებას ეს დასჭირდება. მინდა განსაკუთებით მივესალმო იმ სამხედრო მოსამსაურეებს ცენტრალურ აფრიკაში, მალის რესპუბლიკაში, ავღანეთში, ყველაგან, სადაც ამაყად ფრიალებს ქართული დროშა,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი