ახალი ამბები

ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დღეს ზუგდიდში დაკრძალავენ

26 მაისი, 2016 • 1573
ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დღეს ზუგდიდში დაკრძალავენ

ზუგდიდში, დადიანების სასახლის კარის ეკლესიაშია დასვენებელი 19 მაისს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორია. ეკლესიაში ამ დროისთვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც მის ხსოვნის პატივგებისთვის იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოქალაქეები, პოლიტიკოსები.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს მოკლეს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით და ბოლოს საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო. მას ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მასზე გამოცხადდა შიდა ძებნა.

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კანჯიოღლის მიმართ მათაც დაიწყეს გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა). აფხაზეთის პროკურატურის ცნობით, ისინი თბილისიდან ელიან მტკიცებულებების წარმოდგენას, რომ მკვლელობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, იმდენად, რამდენადაც დანაშაული თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩადენილი.

ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დღეს ზუგდიდში დაკრძალავენ, 26 მაისი, 2016, ზუგდიდი, საქართველო ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დღეს ზუგდიდში დაკრძალავენ, 26 მაისი, 2016, ზუგდიდი, საქართველო ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

სერგო რატიანი გიგა ოთხოზორიას დაკრძალვაზე ზუგდიდში

სერგო რატიანი გიგა ოთხოზორიას დაკრძალვაზე ზუგდიდში

სერგო რატიანი გიგა ოთხოზორიას დაკრძალვაზე ზუგდიდში

სერგო რატიანი გიგა ოთხოზორიას დაკრძალვაზე ზუგდიდში

13267783_471552339717634_6221592094247163187_n

მასალების გადაბეჭდვის წესი