ახალი ამბები

26 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაისი, 2016 • 4949
26 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყანაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ეროვნული სიმბოლიკებით მოირთო ქალაქების ღირშესანიშნაობები.  

სლოვენიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ლუბლიანას ციხესიმაგრე. 26.05.2016

სლოვენიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ლუბლიანას ციხესიმაგრე. 26.05.2016

სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართული დროშის ფერებში განათდა: ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა, უნგრეთის „ერჟებიტის“ ხიდი, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეს მუნიციპალიტეტის შენობა, ლიუბლიანის ციხესიმაგრე, საუდის არაბეთში რიადის ყველაზე მაღალი შენობა „Kingdom Tower“,   ესტონეთის ბიზნესცენტრი, რომელშიც მდებარეობს საქართველოს საელჩო.

უნგრეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ერჟებეტის ხიდი. 26.05.2016

უნგრეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ერჟებეტის ხიდი. 26.05.2016

საუდის არაბეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდა რიადის ყველაზე მაღალი შენობა Kingdom Tower. 26.05.2016

საუდის არაბეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდა რიადის ყველაზე მაღალი შენობა Kingdom Tower. 26.05.2016

 

ესტონეთში, ქ. ტალინის ცენტრში, ვირუს მოედანზე მდებარე საელჩოს შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. 26.05.2016

ესტონეთში, ქ. ტალინის ცენტრში, ვირუს მოედანზე მდებარე საელჩოს შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. 26.05.2016

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებით განათდა ბოსფორის ხიდი.

სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს ბოსფორის ხიდი

სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს ბოსფორის ხიდი

კვიპროსსა და ინდონეზიაში – დედაქალაქის ტურისტული ცენტრები.

კვიპროსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა სასტუმრო „Hilton Nicosia“. 26.05.2016

კვიპროსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა სასტუმრო „Hilton Nicosia“. 26.05.2016

ლიტვაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა – ქრისტეს აღდგომის ტაძარი, ასევე საქართველოს გიგანტური დროშა გამოიფინა ქ. ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე.​

ლიტვის ქალაქს კაუნასში ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს, 26.05.2016. ფოტო: ლინას ლინკევიჩუსის ტვიტერიდან

ლიტვის ქალაქს კაუნასში ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს, 26.05.2016. ფოტო: ლინას ლინკევიჩუსის ტვიტერიდან

საბერძნეთში გაუშვეს საქართველოს დროშის ფერებით მოხატული საჰაერო ბურთები. კანადაში, მერიის წინ აღიმართა საქართველოს დროშა. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე გამოსახეს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები.  ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის ცენტრში 25-დან 30 მაისის ჩათვლით გამოიფინა საქართველოს დროშები.

დუბლინის ცენტრში საქართველოს დროშები გამოფინეს. 26.05.2016

ბელგიაში, დედაქალაქ ბრიუსელის მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ შეიმოსა ქართულ ეროვნულ სამოსში.

მანეკენ პისი ბრიუსელში ქართულ სამოსში. 26.05.2016

მანეკენ პისი ბრიუსელში ქართულ სამოსში. 26.05.2016

მოლდოვაში, კიშინოვის ცენტრში განათდა ტრიუმფალური თაღი. ბრაზილიაში, კორკოვადოს მთაზე, მსოფლიო დროშების ხეივანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აღიმართა საქართველოს დროშა.

ქუვეითში საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს ქუვეითის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაგებობა-მონუმენტი ქუვეით-თაუერი. 26.05.2016

ქუვეითში საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს ქუვეითის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაგებობა-მონუმენტი ქუვეით-თაუერი. 26.05.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი