ახალი ამბები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს

26 მაისი, 2016 • 2505
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, 26 მაისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ულოცავს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა მილოცვა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დღეიდან, 2017 წლის 23 აპრილამდე (აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი) აშშ-ის საელჩო იწყებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის 25 წლისთავის აღნიშვნას.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა და გამოაქვეყნა ფოტო, სადაც კაუნასის აღდგომის ეკლესია საქართველოს დროშის ფერებში არის განათებული.

 

საქრთველოს ულოცავს ნიდერლანდების საელჩოც:

ბრიტანეთის საელჩომაც აღნიშნა საქართველოს დამოუკიდელობის დღე საკუთარ ფეისბუკის გვერდზე:

 

“საქართველოს გაუმარჯოს!”- ვკითხულობთ ესტონეთის საელჩის ფეისბუკის გევრდზე:

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის ადმინისტრაციამ გაავრცელა:

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერების თანამშრომლობა და ტრადიციული კავშირები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება,” – წერს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილისადმი მიწერილ მილოცვაში.

მისალოცი წერილი მიიღო პრეზიდენტმა რომის პაპისგან:

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნული დღესასწაული მაძლევს შესაძლებლობას,  თქვენ და თქვენს თანამოქალაქეებსგულითადად მოგილოცოთ ეს დღე!

ღმერთს ვთხოვ, შეინარჩუნოთ მშვიდობა და სოლიდარობა, რათა ვაშენოთ მომავალი, სადაც ყოველი ადამიანი, შეიცნობს სიკეთეს, ბედნიერებას და კეთილდღეობას. განსაკუთრებით, უმწეონი და ჩაგრულნი.

ვლოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს – არ მოგკლებოდეთ ღვთის მადლი და კურთხევა”, – აღნიშნულია რომის პაპის მილოცვაში.

გარდა გამოქვეყნებული მილოცვებისა, დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი