ახალი ამბები

გერმანია საქართველოს დამატებით 4 მილიონს გამოუყოფს

6 დეკემბერი, 2011 • • 953
გერმანია საქართველოს დამატებით 4 მილიონს გამოუყოფს

გერმანიის მთავრობა საქართველოს გრანტის სახით დამატებით 4 მილიონ ევროს მისცემს, რაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

რუსული მედიის ინფორაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელის საქართველოს ფინასთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და გერმანიის გარემოსა და ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკის((KfW) ხელმძღვანელმა არნე გროსმა მოაწერეს. 4 მილიონი ევრო იძლებით გადაადგილებული პირების სახლების რეკონტრუქციას უნდა მოხმარდეს.

ასევე უნდა აშენდეს ახალი, თანამედროვე სახლები დასავლეთ საქართველოში, ლტოლვილთა უბანში. gazeta.ru-ს ცნობით, გერმანიის მთავრობას 4 მილიონი ევრო აქამდეც გამოუყვია წყალტუბოში, ქუთაისსა და ფოთში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუჯობესებლად.

დამატებითი დაფინასების გამოყოფა საქართველოსთვის 2011 წლის 25 ნოემბერს გერმანია-საქართველოს შორის ფინანსურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილია. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს  მხარეთა თანამშრომლობას ეკონომიკური განვითარების,  გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ასევე, რეგიონული და ურბანული განვითარების სფეროში. გერმანიის მთავრობამ დამატებით 75 მილიონი ევროს გამოყოფის მზადყოფნა გამოთქვა.

gazeta.ru-ს ინფორაციით, 1992 წლიდან დღემდე გერმანია საქართველოს 515 მილიონი ევროთი დაეხმარა.

ეს არ არის პირველი დამხარება, რომელიც გერმანიამ საქართველოს გაუწია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად. გერმანული ტექნიკური თანამშრომლის საზოგადოების ,,GTZ”-ის დახმარებით 2009 წელს გორის შესასვლელში აშენდა კოტეჯები, სადაც ცხინვალის რეგიონიდან 2008 წლის ომის შემდეგ გამოქცეული მოსახლეობა შეასახლეს.

“ქართლის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, აღნიშნული კოტეჯების მშენებლობისთვის 8 მილიონი ევრო გამოიყო, თითოეული სახლის მშენებლობა კი 50 ათასი ლარი დაჯდა.

როგორც გამოცემა წერს,  დევნილთათვის სახლები უხარისხოდ აშენდა და მათი დიდი ნაწილი  აშენებიდან მალევე დაიბზარა. “გერმანული კოტეჯები” ქართულმა სამშენებლო კომპანია “ბლოკ ჯორჯიამ” ააშენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი