ახალი ამბები

კიწმარიშვილი: მაკა ასათიანის 25 %–ის ნახევარი ოქრუაშვილისაა

5 დეკემბერი, 2011 • 1197
კიწმარიშვილი: მაკა ასათიანის 25 %–ის ნახევარი ოქრუაშვილისაა

ეროსი კიწმარიშვილმა დღეს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ იმ წერილთან, რომელიც მაკა ასათიანის სახელით გაავრცელა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ, მაკა ასათიანს არანაირი კავშირი არ აქვს.

“დაურეკეთ მაკა ასათაინს და კითხეთ, საერთოდ თუ იცის, რაზეა ლაპარაკი ამ წერილში, რომელიც მისი სახელით გაავრცელა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ. ამ წერილთან კავშირი მას არ აქვს. მაკა ასათიანი არ წარმოადგენს მოთამაშეს, ცუდ დღეში ჩააყენა თავისმა მეუღლემ, კოტე გოგელიამ. მე დიდ პატივს ვცემ მაკას. კოტე გოგელიამ ის პოლიტიკური ამბიციებისთვის გამოიყენა. ის არის “კუკლა”, რომლის უკანაც დგანან ირაკლი ოქრუაშვილი და კოტე გოგელია.

როდესაც 2009 წელს ეს ჭაობში ჩავარდნილი კომპანია ამოვიყვანე და ჩავთვალე, რომ ყველა ბიზნესმენი სიამოვნებით დამელაპარაკებოდა და არავინ დამელაპარაკა, როდესაც მე ჩემი რესურსი, რაც შემეძლო და ამის დოკუმენტური მასალა მაქვს, გამოვიტანე სახლიდან და არა მარტო ნივთების, არამედ ფინანსური აქტივების სახით ჩავდე ამაში და აღარ იყო საკმარისი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ფონდის საშუალებით მივმართე და ვუთხარი, თუ დაეხმარები, იქნება ძალიან კარგი საქმე და ქვეყანას სჭირდება თავისუფალი ტელევიზია, თითი თითზე არ დაუკარებია. მოვიარე მთელი მსოფლიო, უამრავი  ბიზმესმენი ვნახე, არავინ წამოვიდა ამაზე და ირაკლი ოქრუაშვილი წამოვიდა ამაზე. თან ისე, რომ მისი სახელი გაჟღერებული არასოდეს არ ყოფილა. ეს, მე მგონი, ღირსეული საქციელი იყო. ვიცოდით რა ჩვენ, ასეთი პერსპექტივა შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, შეიძინა იმ 25%-ანი წილის ნახევარი, რომელსაც წარმოადგენს მაკა ასათიანი. თუმცა ამის სურვილი და აუცილებლობა მას არ ჰქონია. ეს არის ნახევარი ირაკლის, ნახევარი კოტე გოგელიასი,” – განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში.

 

ამავე თემაზე:

მაკა ასათიანი: კიწმარიშვილი ხელისუფლებასთან ალიანსშია

მასალების გადაბეჭდვის წესი