ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

26 მაისს თბილისში ბლიქსა ბარგელდის და ტეო ტეარდოს კონცერტი გაიმართება

25 მაისი, 2016 • 1309
26 მაისს თბილისში ბლიქსა ბარგელდის და ტეო ტეარდოს კონცერტი გაიმართება

“სოუ ფესტივალის” ფარგლებში, ხვალ, 26 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ბლიქსა ბარგელდისა და ტეო ტეარდოს კონცერტი გაიმართება. მუსიკოსებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს:

“საქართველოში პირველად ვარ და არ ვიცი, ქართველი მსმენელისთვის რა არის მნიშვნელოვანი. თუმცა ხვალინდელ კონცერტზე ჩვენ წარმოვადგენთ იმას, რაც შევქმენით და რასაც სხვა ქვეყნებში წარვადგენთ. რამდენად მოეწონება ჩვენი შემოქმედება ქართველ მსმენელს, ამას ხვალ ვიხილავთ – თქვა ბლიქსა ბარგელდმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 

ხვალინდელ კონცერტზე ქართველ მსმენელს შესაძლებლობა ექნება მუსიკოსების მეორე ალბომში შესული კომპოციზიები მოისმინოს.  თუმცა მუსიკოსები კომპოზიციებს პირველი ალბომიდანაც შეასრულებენ. როგორც ტეო ტეარდომ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ალბომი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და მასში როგორც ინგლისურენოვანი, ასევე,  გერმანულ და იტალიურენოვანი სიმღერები შევიდა:

“ეს ალბომი კავშირშია წინა ალბომთან, თუმცა ჩვენ ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, გამაოვიყენეთ ახალი ინსტრუმენტები. მაგალითად, კლარნეტი, რომელიც ბავშვობის მერე არ გამომიყენებია” – ამბობს ტეო ტეარდო.

მუსიკოსები 2009 წლიდან თანამშრომლობენ და საერთო ალბომიც ჩაწერეს. მათი გამორჩეული კოლაბორაცია 2013 წლიდან იწყება. მათი პირველი სადებიუტო ალბომი ცოცხალი სიმებისა და ელექტრონიკის ნაზავის სრული ჰარმონიაა, სახელწოდებით “StillSmiling”. მათი ბოლო ნამუშევარია კი ალბომი „Nerissimo“ .

ბლიქსა ბარგელდს ისეთ ცნობილ ჯგუფებთან და შემსრულებლებთან უმუშავია, როგორებიცაა: Nick Cave and the Bad Seeds და Einstürzende Neubauten.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი