ახალი ამბები

სააკაშვილი: ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და პროცესებში აქტიურად ჩართვას

25 მაისი, 2016 • 1092
სააკაშვილი: ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და პროცესებში აქტიურად ჩართვას

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხდებით, გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და ბრძოლის გაგრძელებას”.

მანვე განაცხადა, რომ მხარს უჭერს დავით ბაქრაძის ინიციატივას და როდესაც 8 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკაში მოვლენ, “დიდ პოლიტიკურ შერიგებას” გამოაცხადებენ.

ეს განცხადებები სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” ჩართვისას გააკეთა.

“ძალიან მომწონს, რომ ძლაიან ბევრი კარგი ადამიანი შემოგვიერთდა. კიდევ შემოგვერთდებიან. კიდევ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრებით, რომ შემოგვერთდეს ამ განახლებულ სიაში. ეს არის საქართველოს საუკეთესო ინტელექტურლური ნაწილი, ბრძოლისუნარიანი. რა თქმა უნდა, ამ თვეებში ისინი გამოიწვრთნებიან ახალ ბრძოლებში. “ნაციონალური მოძრაობა” მოძრაობაა და მოძრაობა ნიშნავს მუდმივ წინსვლას, მუდმივ ახალ დინებებს. ეს ასეც გაგრძელდება. ეჭვიც არავის შეეპაროს და ეს არაფერი მუქარა არ არის, ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომ, რა თქმა უნდა, მე ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და, რა თქმა უნდა, ვაპირებ აქტიურად პროცესებში ჩართვას, იმ პირობებში, როცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ უკრაინაში და ჩემთვის ეს არის ერთი და იგივე ბრძოლის ორი ფლანგი. მე ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ჩვენთან, საქართველოში და ჩემთან აქ, უკრაინაში,”- განაცხადა მან.

სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს მთავარ პროკურატურას სისხლის სამართლის დევნა რამდენიმე ეპიზოდზე აქვს დაწყებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი