ახალი ამბები

აუდიტორია 115-მა თსუ-ს თვითმმართველობის კაბინეტის შესასვლელი დაიკავა

24 მაისი, 2016 • 1783
აუდიტორია 115-მა თსუ-ს თვითმმართველობის კაბინეტის შესასვლელი დაიკავა

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრებმა თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური კაბინეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა. ამის შესახებ ინფორაციას თავად სტუდენტური მოძრაიბის წევრები ავრცელებენ.

“ჩვენ ვაპირებთ მთელი ღამის განმავლობაში აქ ყოფნას და არ მივცემთ საშუალებას სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, რომ კვლავ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. უნივერსიტეტში ძალადობის ადგილი არ არის. ეს უნდა დამთავრდეს!”- აღნიშნულია განცხადებაში.

აუდიტორია 115-ის წევრმა ნათია ქარჩილაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც  ეს ადგილი დაიკავეს, პოლიცისა და დაცვის რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115″-ის წევრებმა დღეს, 24 მაისს სახელმწიფოს სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენეს და  ვადა 25 მაისის 18:00 საათამდე მისცეს.

აუდიტორია 115-ის წევრების განცხადებით, დღეს, დაახლოებით 4 საათზე, სტუდენტური თვითმმართველობის 20-მდე წევრმა “აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ცოტნე ცხვედიანს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  მოძრაობის წევრების თქმით, დაუშვებელია უნვიერსიტეტში ისეთი სტრუქტურის არსებობა, რომლის წევრებიც განსხვავებული აზრის ჩასახშობად ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, “აუდიტორია 115” სტუდენტთა მობილიზაციას გეგმავს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა – გიორგი არობელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, “აუდიტორია 115” დაიკავებს სტუდენტური თვითმმართველობის ოთახებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი