ახალი ამბები

ივანიშვილი: რწმენა არაა დამოკიდებული ეკლესიის სამართლებრივ სტატუსზე

2 დეკემბერი, 2011 • 1106
ივანიშვილი: რწმენა არაა დამოკიდებული ეკლესიის სამართლებრივ სტატუსზე

“ვფიქრობ გულწრფელი რწმენა და რელიგიურობა არაა დამოკიდებული მართლმადიდებლური ეკლესიის სამართლებრივ სტატუსზე, თუმცა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს მათ შორის დადებულ საკონსტიტუციო შეთანხმებას, რომელიც შესაძლოა მეტ კონკრეტიზირებას მოითხოვდეს”, – ასეთი პასუხი გასცა ბიძინა ივანიშვილმა “ფეისბუქის” ერთ–ერთ მომხმარებლის შეკითხვას მისი დამოკიდებულების შესახებ ეკლესიის მიმართ.

ივანიშვილი ამბობს, რომ დაუშვებლად მიაჩნია ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის დისკრედიტაციის და დაქვემდებარების მცდელობები, ისევე, როგორც პოლიტიკური ძალების სპეკულაციები რელიგიურ თემებზე.

ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ამ წუთებში განახლდა პასუხების გაცემა. იავნიშვილისთვის შეკითხვების დასმის საშუალება ფეიბუქის მომხმარებლებს ბოლო 10 დღის განმავლობაში ჰქონდათ.

ივანიშვილის ოფიცილური გვერდის ფორუმზე კითხვების მიღების მეორე ეტაპი  დაიწყება 12 დეკემბერს და გარგრძელდება 16 დეკემბრამდე. მათ პასუხები გაეცემა 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის პასუხები ფეიბუქის მომხმარებლების შეკითხვებზე

ივანიშვილი Facebook–ის მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხებს


მასალების გადაბეჭდვის წესი