ახალი ამბები

ანონსი – 25 მაისი

25 მაისი, 2016 • 1241
ანონსი – 25 მაისი

10:00 სთ-ზე,  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება საერთაშორისო სემინარი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება. საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა,“ რომელსაც საქართველოს. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.

11:00 “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61) შედგება პრეზენტაცია, სადაც ორგანიზაცია საყოველთაო ჯანდაცვასთან, სამედიცინო მომსახურებებთან და წამლების მოხმარებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგებს გაგაცნობთ.

11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გაფართოებულ სხდომას გამართავს. მისამართი:  ვარდების რევოლუციის მოედანი 1

11:00 გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სამთავრობო  უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

12:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე ხაშურში,  დევნილ ოჯახებს  ბინის გასაღებებს გადასცემენ. მისამართი: ქალაქი ხაშური, სააკაძის ქ. N2

12.00 საათზე, სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისში,”  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციასა“ და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორისხელი ეწერება ხელშეკრულებას “საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევასთან” დაკავშირებით. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვიათარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

13:00  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული არხების ჩართვასთან (გავრცელებასთან) დაკავშირებით შპს ,,სტერეო +“ პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ქ.თბილისი, ალექსიძის ქ. #1 (გეოფიზიკის შენობა) სტუდია „რე“.

13:00 სთ-ზე, “მემარცხენე ალიანსის” ცნეტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: “მოვითხოვთ 26 მაისის დაუსჯელი ჯალათების დასჯას. მის.: ი. ხვიჩიას 17

14:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს. 26 მაისიდან მოქალაქეებს შეეძლებათ ერთი თვის მანძილზე პირადობის მოწმობა უფასოდ აიღონ. აქციის მიზანია, ხელი შეუწყოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას. გარდა ამისა, მინისტრი დამოუკიდებლობის დღის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილ დაბადების მოწმობებსაც წარადგენს.  გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტრო.

18.00 საათზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება და წიგნის „დამოუკიდებლობის გაკვეთილების“ პრეზენტაცია. „დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ ბიბლიოთეკაში განხორციელებული ერთერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი პროექტის პირველი ეტაპის წარმატებული დასასრულია. ეს არის ფაქტების, ისტორიული დოკუმენტების, წერილების  და ინტერვიუებისკრებული, რომელიც ასახავს საქართველოს გზას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი