ახალი ამბები

მღებრიშვილი: გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება

24 მაისი, 2016 • 1483
მღებრიშვილი: გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მკვლელობაში დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. მინისტრის განცხადებით, ე.წ. საზღვარს, როგორც აფხაზეთთან, ასევე, სამხერთ ოსეთთან, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი აკონტროლებს.

“მსგავსი ცინიზმით და სისასტიკით ჩადენილი დანაშაული და ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი ნამდვილად არ დარჩება; დამნაშავე ნამდვილად დაისჯება. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ მოგახსენებთ.

ე.წ. საზღვრებს აკონტროლებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ასე რომ, იქიდან რაიმე საფრთხე მოსალოდნელი არ არის,” – აცხადებს მინისტრი.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი