ახალი ამბები

“მაესტროს” შენობა თანამშრომლებმა დატოვეს

1 დეკემბერი, 2011 • • 1220
“მაესტროს” შენობა თანამშრომლებმა დატოვეს

ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლებმა და დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა, ტელეკომპანიის კუთვნილი კამერებით, ტელეარხის შენობა დატოვეს. ამის შესახებ თავად მამუკა ღლონტმა განაცხადა “პირველი არხის” ეთერში. ინფორმაციას ადასტურებს “მაესტროს” მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი.

როგორც მამუკა ღლონტი აცხადებს, ის ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ერთად მაუწყებლობას სხვა ადგილიდიან – “მაესტროს” შენობის გარედან გააგრძელებს, რადგან მოლაპარაკება ეროსი კიწმარიშვილთან არ შედგა.

მაესტროს” დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა “პირველი არხის” ეთერში საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ეროსი კიწმარიშვილთან მოლაპარაკებები დასრულდა ფისკოთი , რადგან “ეროსის სურდა ან ყველაფერი, ან არაფერი”.

“მე მზად ვიყავი ყველაფერი ნულიდან დაგვეწყო და ორივეს დაგვეტოვებინა ტელეკომპანია დაცვის თანხლებით. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მმართველ კომპანიასთან გავწყვიტეთ ხელშეკრულება და ეროსი კიწმარიშვილი არის ძალით შემოჭრილი. აქ არის საფრთხე პროვოკაციისა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ვინმეს დაშავება და დაპირისპირება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჟურნალისტებმა და ყველა ადამიანმა დავტოვოთ ტელეკომპანიის შენობა, რადგან ეროსი კიწმარიშვილსა და ხელისუფლებას არ მივცეთ პროვოკაციის და სამოქალაქო დაპირისპირების საშუალება,” – განაცხადა მამუკა ღლონტმა.

ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” შენობიდან პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ეთერში დავით პაიჭაძის გადაცემაში ჩაერთო, რა დროსაც ეთერში მამუკა ღლონტი შეიჭრა და რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

ეროსი კიწმარიშვილმა თქვა, რომ მამუკა ღლონტი უკანონოდ მოიქცა, რადგან ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ერთად გაიტაცა ტელეარხის ქონება – ტელეკამერები. ამ დროისათვის “მაესტროს” მაუწყებლობა გათიშულია. მაუწყებლობის განახლებას ტელეკომპანიის ჟურნალისტები რადიო “მაესტროს” ოფისიდან რამდენიმე საათში აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი