ახალი ამბები

უშიშროების კომიტეტი ცხინვალში მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს

1 დეკემბერი, 2011 • • 1085
უშიშროების კომიტეტი ცხინვალში მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს
სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, რეგიონში შექმნილი ვითარება შესაძლოა უკონტროლო გახდეს.

“გარკვეულ წრეებში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ პროვოკაციის გზით კონფლიქტი გააღვივონ. ისინი ცდილობენ, გადატრიალებით ხელში ჩაიგდონ სამთავრობო შენობები. მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ დამორჩილდნენ კანონს და იმოქმედონ კანონის შესაბამისად,” – აღნიშნულის შესახებ სამხრეთ ოსეთის ე.წ უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ ბორის ატომ განაცხადა.  

სამხრეთ ოსეთის მოვლენებს რუსეთის დუმის დეპუტატი ვლადიმერ პლიგინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ არჩევნებია.

“მე არ მინდა, ვნახო სამხრეთ ოსეთში დაპირისპირება და ისეთი შედეგი, რომ ხალხი დაზარალდეს. ამიტომ ამ რესპუბლიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება,” – აღნიშნა პლიგინმა.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ე.წ. სასამართლომ გააუქმა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის გამარჯვებული კანდიდატი, ალა ჯიოევა აპროტესტებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგების აღდგენას მოითხოვს.
ამავე თემაზე:
სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევა ლიდერობს

მასალების გადაბეჭდვის წესი