ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზაქარეიშვილის თქმით, ხურჩაში მკვლელობაზე მისი პირველი კომენტარი არასწორი იყო

24 მაისი, 2016 • 1741
ზაქარეიშვილის თქმით, ხურჩაში მკვლელობაზე მისი პირველი კომენტარი არასწორი იყო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ხურჩაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მისი პირველი კომენტარი სწორი არ იყო.

„ხურჩაში რაც მოხდა, ეს არის საშინელი მკვლელობა. რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი, პირველად მაქვს განცდა, რომ ჩემი სიტყვები არათუ ისე არ იყო აღქმული, არ იყო სწორად ნათქვამი. მინდა მწუხარება გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების მიმართ. ეს იყო წამოცდენილი სიტყვა, წინდაუხედავი სიტყვა. ვაპირებ ჩავიდე  და პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 21 მაისს გაკეთებულ კომენტარში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ფაქტი არის ერთჯერადი და “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი“.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი