ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი “ბოლო ზართან” დაკავშირებით 25 მაისს ქართულ მხარესთან გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს

24 მაისი, 2016 • 1869
ცხინვალი “ბოლო ზართან” დაკავშირებით  25 მაისს ქართულ მხარესთან გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 25 მაისს, სკოლებში “ბოლო ზარის” დღეს, ქართულ მხარესთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაიკეტება. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო რეს-ი ავრცელებს.

ცხინვალის ოფიციალური ცნობითვე, ერთდღიანი შეზღუდვა უსაფრთხოების მიზნით დაწესდება და 26 მაისიდან გადაადგილების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება.

გადაადგილებაზე მსგავს შეზღუდვებს ცხინვალი სხვადასხვა, მათ შორის, ახალი წლის, საშობაო, აღდგომის, 9 მაისის და სხვა დღესასწაულებზე აწესებს. აღნიშნული შეზღუდვები, რომლებიც არაერთხელ გამხდარა ქართული მხარისა და მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი, IPRM-ის ერგნეთის შეხვედრებზეც განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი