ახალი ამბები

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “მაესტროში” მოლაპარაკებებს მართავს

1 დეკემბერი, 2011 • 1132
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “მაესტროში” მოლაპარაკებებს მართავს
ამ წუთებში ტელეკომპანია “მაესტროს” შენობაში კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლები – თამარ კორძაია, ხატია ჯინჯიხაძე, ნინო ზურიაშვილი, ელისო ჩაფიძე და ლიკა ბასილაია შევიდნენ. ისინი მოლაპარკებებს გამართავენ დაპირისპირებულ მხარეებთან – “მაესტროს” დამფუძნებლებთან და მმართველი კომპანიის მფლობელ ეროსი კიწმარიშვილთან.
ელისო ჩაფიძის განცხადებით, მათი შესვლის მიზანია, მხარეებს შეთავაზონ მოლაპარაკების დაწყება და მოლაპარაკებებისთვის ტერიტორიის შერჩევა, სავარუდოდ, ეს იქნება ან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, ან ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისი.

ელისო ჩაფიძის განცხადებით, ისინი ორივე მხარეს მოუწოდებენ, დატოვონ ტელეკომპანიის შენობა, ჟურნალისტებს მიეცეთ ნორმალურად მუშაობის საშუალება და მოლაპარაკებები გაგრძელდეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი