ახალი ამბები

კორცხელის ორ უბანზე ხმებს ხელახლა ითვლიან

23 მაისი, 2016 • 1202
კორცხელის ორ უბანზე ხმებს ხელახლა ითვლიან

საოლქო საარჩევნო კომისიამ “ქართული ოცნების” საჩივარი დააკმაყოფილა, შესაბამისად, კორცხელის თემის ორ საარჩევნო უბანში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების შედეგი საოლქო კომისიამ ხელახლა უნდა გადაითვალოს.

საოლქო კომისიამ ხმების გადათვლის საკითხზე დღეს, 23 მაისს, 20 საათზე იმსჯელა. სხდომის შემდეგ კომისიამ ხმების გადათვლის პროცესი დაიწყო.

საოლქო კომისიამ ხელახლა უნდა გადაითვალოს 53-ე და 54-ე უბნების შედეგი, სწორედ იმ უბნებში, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ხმების გადათვლის მოთხოვნით კომისიას “ქართულმა ოცნებამ” მიმართა.

ცესკოს ცნობით, მომჩივანი ითხოვდა ზუგდიდის #67-ე საარჩევნო ოლქის 53-ე და 54-ე საუბნო საარჩევნო კომისიებში  გამოყენებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლას, ასევე, ბათილად ცნოს ან გადაისინჯოს 53-ე და 54-ე უბნების კენჭისყრის შედეგები.

ოცნების მოთხვნებში შედიოდა ის, რომ ბათილად ცნონ ან შეცვალონ ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 53-ე და 54-ე უბნების კომისიების  კენჭისყრის შემაჯამბელი ოქმების შედეგები შემოწმების ან/და გადათვლის შედეგების შესაბამისად.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ გადათვლის საჭიროება იმითაა გამოწვეული, რომ მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის უბნის გარეთ იყო დაძაბული და სტრესული გარემო.

ენმ-ის კანდიდატმა ვარდებული ლაშხიამ “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ამირან ლაგვილავას ორივე უბნის შედეგების მიხედვით არჩევნები 10 ხმით მოუგო. არჩევნები ზუგდიდში მხოლოდ ამ ორ უბანზე ტარდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი