ახალი ამბები

რაზე შეთახმდნენ კიწმარიშვილი და ჩიკვაიძე

1 დეკემბერი, 2011 • 1203
რაზე შეთახმდნენ კიწმარიშვილი და ჩიკვაიძე

ამ წუთებში დასრულდა “მაესტროს” დამფუძნებელ ლევან ჩიკვაიძესა და მმართველი კომპანიის მფლობელ ეროსი კიწმარიშვილს შორის მოლაპარაკება, რომელიც ორი საათის მანძილზე მიმდინარეობდა.

“გარკვეულ საკითხებზე უკვე მოხდა შეთანხმება, გარკვეულზე კი ვერ შევთანხმდით,” – აცხადებს ჩიკვაიძე.

მისივე თქმით, ის და ეროსი კიწმარიშვილი შეთანხმდნენ, რომ შეიძლება ტელევიზიის მართვაში მეთვალყურის სახით შემოიყვანონ მედიატორი  და ასევე, შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოლპარაკება უნდა დაიწყოს და ეს უნდა მოხდეს ტელეკომპანიის გარეთ, ნეიტრალურ ტერრიტორიაზე.

როგორც ჩიკვაიძემ თქვა, კიწმარიშვილი და “მაესტროს” დამფუძნებლები სავარაუდო მედიატორად და ნეიტრალურ ტერიტორიად განიხილავენ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, იმიტომ, რომ, მისი თქმით, ძირითადად, მოსაგვარებელია იურიდიული საკითხები და ორივე მხარე ენდობა ამ ორგანიზაციას.

ჩიკვაიძე ამბობს, რომ ჯერ მოლაპარაკებით შეეცდებიან საკითხის მოგვარებას და თუკი საბოლოოდ ვერ შეთახმდებიან, ამის მერე დამფუძნებლები სასამართლოს მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი