ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი კორცხელის ინციდენტზე: პოლიტიკურ ძალადობას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში

23 მაისი, 2016 • 1064
აშშ-ის ელჩი კორცხელის ინციდენტზე: პოლიტიკურ ძალადობას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხამურება. ამერიკელი დიპლომატის კომენტარსა და თარგმანს ტელეკომპანია იმედი ავრცელებს:

“პოლიტიკურ ძალადობას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ძალიან შეწუხებული ვარ მომხდარით. იმედის მომცემია, რომ საქართველოს მთავრობამ გამოძიება დაიწყო. აუცილებელია, რომ მსგავსი ძალადობა შეწყდეს… განსაკუთრებით არჩევნების წელს”, – თქვა ელჩმა.

სამეგრელოში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი