ახალი ამბები

ძიუდოს ფედერაცია: კორცხელის ინციდენტში სპორტსმენების მონაწილეობაზე საუბარი არასწორია

23 მაისი, 2016 • 1234
ძიუდოს ფედერაცია: კორცხელის ინციდენტში სპორტსმენების მონაწილეობაზე საუბარი არასწორია

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ამბობს, რომ გუშინ, 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში სპორტსმენების მონაწილეობაზე ხაზგასმა სპორტის დისკრედიტაციას ემსახურება.

გუშინ სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს. შსს-მ გამოძება ცემის მუხლით დაიწყო (სსსკ-ს 125-ე მუხლი), თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

გიორგი გაბაშვილის თქმით,  ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ცემაში მონაწილეობდნენ სპორტსმენები, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებში არიან გაერთიანებული და სპეციიალურიად ამ მიზნით იყვნენ ჩამოსული კორცხელში.

“როგორი ცუდი ფაქტიც უნდა მოხდეს, პოლიტიკოსების მხრიდან ხაზგასმა იმაზე, რომ სპორტსმენები მონაწილეობენ, მე ვფიქრობ, არასწორია და გარკვეულ დისკრედიტაციას ემსახურება ზოგადად სპორტის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება მთლიანობაში ცუდი. მესმის, რომ არასასურველი ფაქტი მოხდა,  მაგრამ ამ შემთხვევაში, იქ მონაწილე ნებისმიერის ქმედება უნდა განვსაზღვროთ როგორც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულის და არა როგორც ცალკე აღებული სპორტსმენის,”- განაცხადა დავით ქევხიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი