ახალი ამბები

“პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიის ყრილობა 28 მაისს გაიმართება

23 მაისი, 2016 • 1643
“პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიის ყრილობა 28 მაისს გაიმართება

პოლიტიკური მოძრაობა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ყრილობა 28 მაისს, 14 საათზე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

ამის შესახებ პარტიის წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ დღეს, 23 მაისს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლაგაზიძის განცხადებით, ყრილობაზე ახალ სახეებსაც წარადგენენ.

“გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ყველაზე ეფექტური და ყველაზე ლამაზი და ყველაზე შინაარსობრივი ყრილობა, რაც ყოფილა დღემდე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი