ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში 10 ათასი პატიმარი შეიწყალეს, მათ შორის არ არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები

23 მაისი, 2016 • 1424
აზერბაიჯანში 10 ათასი პატიმარი შეიწყალეს, მათ შორის არ არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები

28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტის, დეპუტატისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ცოლის, მეჰრიბან ალიევას ინიციატივით, დაახლოებით 10 ათასი პატიმარი შეიწყალეს. თუმცა მათ შორის არ არიან ის მსჯავრდებულები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაპატიმრებული ან საერთაშორისო საზოგადოების მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული.

ამნისტიის აქტით, 2016 წლის 15 ივნისიდან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელიც სხვადასხვა ვადის სასჯელს იხდის. მათ შორის -პატიმრები, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, ქალები ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, პირები 18 წლამდე ჩადენილი დანაშაულისთვის, 60 წელს მიღწეული კაცები, არასრულწოვნებისა და შშმ პირთა მეურვეები, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ომში მონაწილეები. ოფიციალური ინფორმაციითვე, ამნისტია შეეხო ასევე ეთნიკურ სომხებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მთიან ყარაბაღში და გარკვეულ პერიოდში ძალადობის გზით იყვნენ ჩართული სამხედრო სამსახურში.

უკანასკნელად აზერბაიჯანში პატიმრები 2016 წლის მარტში შეიწყალეს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი, რაშად ახუნდოვი, ტოფიგ იაგუბლუ და ა.შ. ჯამში, შეწყალებულ პატიმართა რაოდენობა, ოფიციალური ინფორმაციით, 148 იყო. შეწყალებულთა შორის გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა არც მაშინ მოხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი