ახალი ამბები

შუალედურ არჩევნებში 9 ოლქიდან შვიდში ოცნებამ, ორში – ენმ-მ გაიმარჯვა

23 მაისი, 2016 • 1614
შუალედურ არჩევნებში 9 ოლქიდან შვიდში ოცნებამ, ორში – ენმ-მ გაიმარჯვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, დათვლილია ყველა – 45 საარჩევნო უბნის შედეგი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრობის” კანდიდატები 9 ოლქიდან 4-ში მონაწილეობდნენ, აქედან ორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში არჩევნები მოიგეს, ხოლო 2-ში, წყალტუბოსა და კასპში – წააგეს. შედეგები ამ ოლქებში ასე გადანაწილდა:

ოზურგეთის #60.05 მაჟორიტარული ოლქი:

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ვასილ ქათამაძე – 59.6%.

“ქართული ოცნების” კანდიდატი ნინა ტუნაძე – 40.4%.

ზუგდიდის #67.15 ოლქი:

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ვარადებული ლაშხია – 49.76% .

“ქართული ოცნების” კანდიდატი ამირან ლაგვილავა – 48.96%.

კასპის #30.12 ოლქი:

ქართული ოცნების” კანდიდატი ალექსანდრე მერებაშვილი – 65.48%.

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ციცინო აბუაშვილი – 26.98%.

წყალტუბოს #58.17 ოლქი:

ქართული ოცნების” კანდიდატი მურადი ზაქარიაძე – 64.31%.

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ბუხუტი ფირცხალავა – 30.89%.

სხვა ოლქებში ენმ-ს კანდიდატები არ ჰყოლია. ამ ოლქებში გამარჯვება მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს: კერძოდ, ოზურგეთის #60.01.04 ოლქში არჩევნები მოიგო 64.56%-ით მოიგო “ქართული ოცნების” კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ; გლდანის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ბორია ფიცხელიანმა 80.69%-ით მოიგო; გარდაბანის 21.08 ოლქში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 67.89%; გარდაბანის 21.18 ოლქშიც “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ვუგარ მამედოვმა გაიმარჯვა არჩევნებში 98.5%-ით.  ხობის ოლქში არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა კობა კაკულიამ გაიმარჯვა. მას აქ კონკურენტი არ ჰყავდა და ხმათა 100% (119 ხმა) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი