ახალი ამბებისაზოგადოება

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ამ დროისთვის წყალტუბოში ფიქსირდება

22 მაისი, 2016 • 1256
ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ამ დროისთვის წყალტუბოში ფიქსირდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია 12:00სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

ცესკოს მონაცემებით, გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ 4,7% შეადგინა, გარდაბანში – 13,8% ხოლო კასპში – 20,3 პროცენტი.

12 საათამდე საარჩევნო უბანზე უფრო მეტი ადამიანი ოზურგეთსა და ხობში მივიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდში ამომრჩეველთა  25,4%-იანი აქტივობა დაფიქსირდა ხოლო ხობში – 22,1%.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა არის წყალტუბოსა და ოზურგეთში. წყალტუბოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე დღის 12 საათამდე ამომრჩეველთა  30,2% უკვე დაფიქსირდა, ხოლო ოზურგეთში  აქტივობა – 26,7%-ს შეადგენს.

საარჩევნო პროცესი 8 საათზე დაიწყო და 20 საათზე დასრულდება. საკრებულოს შუალედური არჩევნები ინცინდენტების ფონზე მიმდინარეობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი