ახალი ამბები

ნენსკრას ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს

20 მაისი, 2016 • 1243
ნენსკრას ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში, ნენსკრას ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. შესაბამისად, დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევა ედებათ ბრალად.

სტუდენტური მოძრაობა “მწავნე მუშტი” ავრცლებს ინფორმაციას, რომ სოფელში აქციის დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმები მივიდნენ, თუმცა შსს-ში აცხადებენ, რომ ადგილზე მხოლოდ პატრულის ეკიპაჟები იმყოფებოდნენ.

აქციაზე სოფელ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობა იყო შეკრებილი. ისინი მაისის დასაწყისიდან მართავენ აქციებს. სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება:

280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ჰესის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. ჰესის შმენებლობას საბანკო სესხის ნაწილში “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, “აზიის განვითარების ბანკი” და კორეის “ექსიმ ბანკი” მონაწისლეობენ. ჰესის გამომუშავება წელიწადში 1.2 მილიარდი კვტ/სთ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი