ახალი ამბები

“ჰომოფობიის ადგილი სასამართლოში არ არის“ – აქცია დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად

20 მაისი, 2016 • 2716
“ჰომოფობიის ადგილი სასამართლოში არ არის“ – აქცია დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად

დღეს, 20 მაისს, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და 17 მაისს დაკავებულ ლგბტ უფლებათა აქტივისტებს  სოლიდარობა გამოუცხადეს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო 17 მაისის ღამეს საპატრიარქოსთან დაკავებული 6 პირის საქმეს განიხილავს. ისინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა  საპატრიარქოს შენობაზე ანტიჰომოფობიური წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ.

„ჩვენი მიზანია სოლიდარობა გამოვუცხადოთ დაკავებულებს და ვუთხრათ ძალადობრივ რეჟიმს, რომ ლგბტ აქტივისტები არ არიან მარტო, ჩვენ ბევრნი ვართ“ – ამბობს აქციის მონაწილე მარიამ ქაჯაია.

ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ებს. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

დაკავებულები პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე 17 მაისსავე გაათავისუფლა, თუმცა მათ ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (იერსახის დამახინჯება) და 173 (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევა.

„ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის“ აქტივისტის, ნათია ხარატიშვილის თქმით, ეს საჯარიმო სანქციები შემთხვევითი არ ყოფილა: „აქტივისტები დააკავეს იმიტომ, რომ უბრალოდ 17 მაისს არაფერი მოემოქმედათ საკუთარი უფლებების დასაცავად. ლგბტ უფლებათა აქტივისტები გაღიზიანებას იწვევდნენ, რადგან ლგბტ სიმბოლოები გამოჩნდა ქალაქში. ქალაქში გამოჩენილი ლგბტ სიმბოლოები კი ყოველთვის იწვევს გარკვეულ აგრესიას. სახელმწიფოს, სამწუხაროდ, ძალიან ეშინია უწყინარი ტაბურეტების, ნახატების და მოწოდებების მაშინ, როდესაც ქალაქი სავსეა ნაგვით, სტენსილებით და ისეთი მესიჯებითაც, რომელიც, წესით, მიუღებელი უნდა იყოს. აქ ლოგიკას ვერ იპოვით“ – ამბობს ნათია ხარატიშვილი.

ჩვენი პროტესტის მიზანია, სოლიდარობა გამოვუცხადოთ დაკავებულებს და ვუბიძგოთ ადამიანებს, კარგად გაიაზრონ და ერთმანეთთან დააკავშირონ სოციალური პრობლემები, – თქვა თქვა ნათია ხარატიშვილმა, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრმა.

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC-ის) სოციალური უფლებების პროგრამების დირექტორის, ლინა ღვინიანიძის აზრით, 17 მაისს ლგბტ უფლებათა აქტივისტების დაკავებით გამოვლინდა, რომ ლგბტ თემისათვის არც ერთი საჯარო სივრცე ღია არ არის: „ისინი არ დაუშვეს სივრცეში და არ მისცეს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ამიტომაც პარტიზანულად სცადეს მუდმივი არაღიარების პოლიტიკის მიმართ თავიანთი პროტესტის დაფიქსირება“ – ამბობს ლინა ღვინიანიძე. მისი აზრით, აქვიტისტების დაკავების ფაქტიც წინააღმდეგობრივია საქართველოს კანონმდებლობასთან.

“ლგბტ თემი დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე მოწყვლადი და ჩაგრული ჯგუფია, რომლის მიმართაც გახშირებულია ძალადობა ულტრა-მემარჯვენე, პრორუსული და ეკლესიასთან აფილირებული ფაშისტური ძალების მხრიდან. წელს ლგბტ აქტივისტები იძულებულნი იყვნენ, მიემართათ პარტიზანული მეთოდებისთვის, ვინაიდან ხელისუფლებამ მათ არ მისცა უსაფრთხოების გარანტია, რათა საჯარო სივრცეში აღენიშნათ 17 მაისი – ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე” – ნათქვამია “ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის, “ახალგაზრდა მწვანეების, “ქალთა მზერისა” და ლგბტ უფლებათა სხვა აქვიტისტების მიერ გავრცელებულ მანიფესტში.

ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ებს. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ლგბტ უფლებათავ აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს.

„აქტივისტები დააკავეს იმიტომ, რომ უბრალოდ 17 მაისს არაფერი მოემოქმედათ საკუთარი უფლებების დასაცავად” – ამბობს აქტივისტი. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ებს. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ებს. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ებს. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

“იფიქრე ჯვარს გარეთ” – წერია პლაკატზე. ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მარი კურტანიძე პოლიციამ 17 მაისის ღამეს თბილისში საპატრიარქოსთან დააკავა, სადაც ის ანტიჰომოფობიურ წარწერებს აკეთებდა. 20 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი გადაიდო. ფოტო: © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი