ახალი ამბები

კვაჭანტირაძე: დღეს ვერც კის ვიტყვი და ვერც არას ჩვენი პოზიციის თაობაზე “გერმანული მოდელის” მიმართ

19 მაისი, 2016 • 1244
კვაჭანტირაძე: დღეს ვერც კის ვიტყვი და ვერც არას ჩვენი პოზიციის თაობაზე “გერმანული მოდელის” მიმართ

“დღეს ვერც კის ვიტყვი და ვერც არას ჩვენი პოზიციის თაობაზე ე.წ. გერმანული მოდელის მიმართ”, – ეს განცხადება დღეს საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.

“ჩენმა კოლეგებმა შემოიტანეს [კანონპროექტი], ჩვენ ვალდებულნი ვართ ის განვიხილოთ. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს შეიძლება უკვე ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია”, – თქვა კვაჭანტირაძემ.

პარლამენტმა კენჭი უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების ორ ვერსიას: პირველი ვერსიით, რომელსაც მხარს უჭერს უმრავლესობა, მაჟორიტარული ოლქები უქმდება 2020 წლიდან; მეორე ვერსიით, რომელიც ენმ-ს მიერაა ინიცირებული, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2016 წლის არჩევნებზე.

ამასთან, “რესპუბლიკური პარტიის” მიერ ინიცირირებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რომლის მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში სპეციალური ფორმულით გამოითვლება იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობა, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი